ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ მორიგი წარმატება მოიპოვა. სახალხო ანსამბლი ფონდ „ქართული გალობის“ რიგით მეოთხე კონცერტზე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ტრადიციული სიმღერის აღდგენა პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდა.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ესტუმრა. ელჩს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად შეხვდნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ევროპული კომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან გამართა.
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია ეხმაურება.
"ეს არგუმენტი არ გამოდგება,"- აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, ანი მიროტაძემ "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განხორციელებას იწყებს, რომელში მონაწილეობაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.
ბოლო პერიოდში, ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ხდება მცდელობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში და ამ პოლიტიკური პროცესების ერთ მხარეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დგას, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
საქართველო იმსახურებს, რომ ევროკავშირის საბჭომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს.
ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.