ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე გააკეთა.
ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ”ხალხთან გავიდეს”, რის შესახებაც ის ღია წერილში საუბრობს.
არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველი სათანადოდ იყოს ინფორმირებული და ჰქონდეს მედიაზე წვდომა, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის ”გვეშველება რამე?” შექმნას აპირებს - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ნუკრი ქანთარია.
თამაზ მეჭიაური მთავრობას მენეჯმენტს უწუნებს და აცხადებს, რომ ჯობდა ჯენიფერ ლოპესის ან კიმ კარდაშიანის ჩამოყვანა.
შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ, - წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ახასიათებს და მას "ევროპული ყაიდის, გაწონასწორებულ და პრინციპულ ლიდერად" მოიხსენიებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ აქვს და მზად არის, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც თანაინვესტირების ფონდის მიერ დაწყებული პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრება და ყოველმხრივ დახმარებაც აღმოუჩინოს.
მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, - წერს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში.
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება, - წერს ღია წერილში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.