სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულა.
”ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.
იემენის საპორტო ქალაქ მუკალაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა”ალ არაბია” ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საზოგადოების კონსენსუსის სათავეა და ეს განსჯის საგანი აღარ უნდა გახდეს, - წერს საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის აზრით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც უილსონმა ”ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელი რჩება და ის მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ”ბოევიკებმა” თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ საავადმყოფოზე კონტროლი და დაამყარეს იქ მყოფები მძევლად აიყვანეს.
ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.