"მურუსიძე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს ვირუსია, რომელიც თავის გარშემო ბევრ მურუსიძეს გულისხმობს. ეს ყველაფერი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც ახალმა ხელისუფლებამ შეისრუტა და კიდევ უფრო გააღვივა," აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ქვეყნის დატოვება შესაძლოა, 3 მილიონამდე ევროპელს მოუწიოს, - "ტელეგრაფის" ცნობით, აღნიშნული განცხადება შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რიჩარდ კინმა პარლამენტში გამართულ დებატებზე გააკეთა.
"დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას" - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს guardian.ge ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით შეეხმიანა, თუმცა ხმალაძემ - guardian.ge- სთან საუბარში განაცხადა, რომ საქმეს არ იცნობს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო.
კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიზო ღლონტის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებული აქვს.
20 წლის წინ, მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო-სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“ 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.