ეროვნულმა ბანკმა დღეს (6 აპრილი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0136 პუნქტით გაუფასურდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში ტყის განახლების პროექტის ფარგლებში 2 500 ძირი აკაციის, იფნისა და წიწვოვანი ხის ჯიშის ნერგები დაირგო. აქცია იმერეთის სატყეო სამსახურისა და სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა.
ლონდონის სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო და საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა.
ხელფასთან დაკავშირებით, მინდა დავამშვიდო ის დეპუტატები, რომლებიც ნერვიულობენ ამ საკითხზე, მეორე ტური მათ აძლევს საშუალებას მიიღონ ხელფასი ოქტომბერში და ნოემბერშიც თუ არჩევნები გაიწელა, - ზურაბ აბაშიძე.
"ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს“ - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ბაქრაძემ "რუსთავი-2"-თან საუბრისას გააკეთა.
სახელმწიფო აშენებს რიკოთის გზის ალტერნატიულ გზასაც, რომელიც ხარაგაულის მიმართულებით გაივლის და ზესტაფონს დაუკავშირდება, -აღნიშნული განცხადება "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა, გიორგი სეთურიძემ გააკეთა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის სიგრძე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნების თარიღს იწონებს და აცხადებს, რომ ქვეყნის წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრება არ შეიძლება.
დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით ღამის საათებში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ეს განცხადება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.