ქობულეთში ლესელიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ არის მოპოვებული და შექმნილი, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გააკეთა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ნათელს მოჰფენს იმას, თუ ვის მიმართ ექნება სიყვარული და მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა ამერიკის ვალდებულება თურქეთის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.
"ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო," ასე იწყებს განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე "პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერიის" ინტერნეტსივრცეში "გამოჩენის" შესახებ საუბრისას.
დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ცეცხლი სავარაუდოდ, სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. ოჯახის წევრებმა ბავშვი მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს.
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ცნობით, მდინარე ფარავნის ხევში მიკროავტობუსი გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ დაიერბაქირში, რომელიც ქურთისტანის რეგიონის უდიდესი ქალაქია, ავტომანქანის აფეთქების შედეგად პოლიციის 4 ოფიცერი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაშავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.