წელს, სოფელ ძველ აბაშაში, კლასიკოსი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
დაბა ჩაქვში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
საქართველოს წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ეწვევა.რუჰანის ვიზიტამდე, თბილისს ირანის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესტუმრებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ირანში საქართველოს საელჩო ადასტურებს.
მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავა.
"არავის არ აქვს უფლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და შემდგომში ეს ადამიანი აშანტაჟოს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მთავარი მეთაური ომარ ალ შიშანი მკვდარია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ომარ შიშანი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკის ახლახან განხარცოილებული საჰაერო დარტყმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდება.
ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბრეივიკი სამშაბათს სასამართლოს უბრუნდება. იგი მთავრობას მისი იზოლაციაში ყოფნის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შეასახებ BBC წერს. მან წინათ საპატიმროში მისი მდგომარეობა "წამებას" შეადარა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული თენგიზ ც. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჭუბერში დააკავეს.
სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაირამ ე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.