თსუ-ში განათლების მინისტრის მოადგილე, გია შერვაშიძე მივიდა და პირველ კორპუსთან შეკრებილ ე.წ. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე დასწრება სთხოვა.
დარწმუნებული ვარ, მინისტრი გამონახავს გზას, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევის განცდა არავის შეექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან და სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"ვერც ერთი საკითხის განხილვას დღეს ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ. განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც სტუდენტების მიერ იქნა დასმული" - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს სტუდენტებთან და უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.
საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე. იგი ამბობს, რომ "ეს ვითარება არ არის სტაბილური" და "ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს".
თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილ ოფიციალურ კურსზე გაცილებით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. დღეს (15 მარტი) საღამოს 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.29 ლარად არის შესაძლებელი.
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს. 19:00 საათზე მთავარ პროკურატურაში გაიმართება.
სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც უცველელად გთავაზობთ:
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თსუ-ში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს, განათლების მინისტრს კი ავალებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალსა და ხელმძღვანელ პირებთან.
"საქართველო შეძრა ორი ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოების გავრცელებამ, სადაც ნაჩვენები იყო ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები," ამის თაობაზე ბრიტანული "გარდიანი" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი ოქტომბერში მოსალოდნელი არჩევნების წინ დაშინების კამპანიად მიიჩნიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.