საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინათ "ეს შენ გეხება" კამპანიის ავტორებს შეხვდა და იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინათ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.
საქართველოში ნაგავსაყრელებზე სათბურის აირების გაზომვა დაიწყება. ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი სათბურის აირების გაზომვა საქართველოში პირველად მოხდება და გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენა შეფასდება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საუბარია 5 551 ოჯახზე და დამატებით 200 ახალ ბენეფიციარზე, სახნავი ბარათების დარიგების პროცესი სრულდება.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის დაპირისპირება გიორგი გაფრინდაშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქპნდა ადგილი. ინციდენტი საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ ამოიწურა.
ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან. ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
ჯერჯერობით არც ერთი ამგვარი ვიდეოს გამავრცელებელი არ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამიტომ გათავხედდნენ ეს ადამიანები, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგი წერეთელმა პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პროცესი სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ "მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა".
უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიუდეო ჩანაწერის გამოქვეყნების მორიგ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.