დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში „ნიჭიერი თაობის“ კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნის სიტყვით გამოვიდნენ მერი ანივარდ მოსოიანი, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ლჯონ ვარდანიანი, გაზეთ „არშალუისის“ რედაქტორი, საკონკურსო პროექტის ავტორი ლუსინე ვარდანიანი/
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მორჩა ჯოანას შეხვდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს მეორე ვადით არჩეული თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა.
„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ სფეროში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სიტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და კომიტეტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თბილისის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო.
სამგორის რაიონის გამგეობამ 2021 წელს, რაიონის სხვადასხვა უბანში 11 სპორტული მოედანი მოაწყო.
შემაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა, - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის - ოთხი ადგილი.
კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.