გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობი") შეხვედრის დროს "მაესტროში" შექმნილი სიტუაციის შესახებ რომ ცოდნოდა,"სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად" შესაძლოა აღნიშნული შეხვედრისგან თავის შეეკავებინა.
რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება ჩატარდება, - როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტების მიერ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
უკრაინის პროკურატურამ 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მკვლელობაში ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა.
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საპროტესტო აქცია გაიმართა. 2 000-მდე მუსლიმმა ქალმა მარში გამართა და ის აკრძალვა გააპროტესტა, რომლის თანახმად, ბოსნიის სასამართლო დაწესებულებებში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის, ჰიჯაბის ტარება აიკრძალა.
პირველი მარტიდან 27 მარტამდე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება. TAV Georgia-ს განცხადებით, დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება.
ამ დროისათვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა. ჭრიკიშვილმა ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვაზე ფიქრობს და ამ მიმართულებით იგი უკვე გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს. პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე მის მიერ 10 წლის წინათ დაფუძნებულ პარტიას „დამთავრებულად“ მიიჩნევს და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე მიანიშნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.