ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მოადგილეებთან, კომისიის თავმჯდომარეებთან და ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა და ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

სრულად...

სამხედრო მოსამსახურის, რომან სანიკიძის შვილს, 11 წლის ანანო სანიკიძეს რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად დაუზიანდა თავის ტვინი, დაქვეითებული აქვს მოტორული ფუნქციები და უჭირს მეტყველება. სამხედრო მოსამსახურე, რომან სანიკიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

სრულად...

ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, 2022 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სრულად...

ეკატერინე ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და  საქმიანობას პარტიაში, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

სრულად...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

სრულად...

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე - მომხმარებლების ინტერესებზე.

სრულად...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი