9 დეკემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების პირვე პირებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ანტივაქსერმა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ორი ქალი მოინელა-ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
„არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას და სატელეფონო საუბრის ჩანაწერს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა ბევრი უგუნური რეგულაცია დააწესა და ერთსაც თუ დაუმატებს, რომელიც მთლად უგუნური არ იქნება, სწორს იზამს - უნდა აკრძალოს კომერციული ბანკების სესხების პროცენტების მიბმა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების განაკვეთთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
სულ მცირე 53 ადამიანია გარდაცვლილი და ათეულობით სხვას დაზიანებები აქვს მიღებული, ზოგიერთს სერიოზული, სამხრეთ მექსიკაში, მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი, რომელშიც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.