2005-2010 წლებში, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მქონდა ვანო მერაბიშვილთან, რომელსაც მე დღესაც მეგობრად ვთვლი. რა თქმა უნდა, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მიხეილ სააკაშვილს და მას ჩვენი ქვეყნის მეგობრად ვთვლიდი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112 000 ლარით დააჯარიმა. 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. ა
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.
ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე, მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი, - ამის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში წერს.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებეს Facebook-ის მეშვეობით კიდევ ერთხელ მიმართავს და მეტი აქციების გამართვისა და დეკემბერში „ერთი დიდი საერთო-ეროვნული აქციის“ ჩატარებისაკენ მოუწოდებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა. გენერალმა კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნდა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური კრიზისი და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.