არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.

სრულად...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 23 ნოემბერი ბორბალზე წამების, ხოლო 6 მაისი მისი აღსრულების დღეა.

სრულად...

ვარდების რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.

სრულად...

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და პაციენტი ვართ კმაყოფილები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

სრულად...

როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი, - განუცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გიული ალასანიამ ჟურნალისტებს, შვილის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

სრულად...

საახალწლო ნობათების შესყიდვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა ერთი და იმავე წესით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

2020 წლის დეკემბრიდან ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ბაღდათსა და ვანში ახორციელებს პროექტს „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

სრულად...

თბილისის განვითარების ფონდი ანტონ კათალიკოსის ქუჩის #30 და #32-ში, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი