ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და პაციენტმა გუშინ საღამოს უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში.
რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის; გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე, - ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნულის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრისჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 401 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 187 PCR ტესტით.
თუ გადახედავთ რეგიონებს, ყველა დამეთანხმება, რომ რეალურად, ხელახლა არის ასაშენებელი ძალიან ბევრი რამ, დანგრეულია, გაპარტახებულია რეგიონები, ეს ნანგრევები, ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით რუსთავში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.