სახლში ორი პენსიონერი მყავს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან პენსის ზრდას, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “მაესტროს” ეთერში გააკეთა.
ირაკლი ალასანიას მიერ სახელმწიფო საიდუმლოების თემებით სპეკულირება არის უზნეობა და არავაჟკაცური საქციელი, – ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მინისტრის მუშაობა დამაკმაყოფილებელი არ არის, უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც პოლიციაში განხორციელდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი მთავრობის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა აღდგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მასმედიასთან შეხვედრაზე ლარის კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო პროცესები სწორედ საგარეო ფაქტორების ზეგავლენას უკავშირდება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უცხოეთიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის შემოდინებას ელოდება, რაც ლარის კურსის დასტაბილურებას გამოიწვევს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატიის არსი - საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ მონაწილეობა მიიღო.
“სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად და იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და ითვალისწინებდეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ახალ კანდიდატურებზე შეთანხმდა. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გახდება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის – თამაზ მეჭიაური, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი – ზვიად კვაჭანტირაძე იქნება, დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად კი თემურ ჭკუასელი სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავეს.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.