პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის დასწრება უზრუნველყოს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2265 ლარი ეღირება, 21 მარტს დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2230 ლარი იყო.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსამართლეებისთვის წარდგენას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი. როგორც მან განაცხადა, გვენეტაძის ამ თანამდებობაზე არჩევა მართლმსაჯულების სისტემაში დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არაფრის დაგეგმვისა და გამოცხადების მორალური უფლება არ აქვთ და დღეს რომ ისინი იმას ბედავენ, რასაც სჩადიან, არსებული ხელისუფლების ბრალია.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ქართველს ჟურნალისტებს განუცხადა.
არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი დესტრუქციული ჯგუფი, არც ერთი ვაიპოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტყიბულში განაცხადა
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის გარდა გამარჯვების არავის სჯეროდა „ამიტომ მას შეეძლო შეცდომები არ დაეშვა და კოალიცია სულ სხვა პრინციპით აეგო. არ შეეყვანა იქ მედროვეები, მარგინალები, ასეთ დღეში აღარ ჩავცვივდებოდით“. ცინცაძეს მიაჩნია, რომ მალე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გოგი თოფაძის განცხადების გამო „დიდი ამბები ატყდება.“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას ემხრობა და ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება.“ მისი თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ის ამ მთავრობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.