საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს უპასუხა. როგორც ბაქრაძემ ბრიფინგზე თქვა, მას უსუფაშვილის ტონალობა არ მოეწონა, თუმცა ამის მიუხედვად იგი პიროვნული დაპირისპირების წინააღმდეგია და მთავრობას მოუწოდებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა მიიღოს.
"ბათუმი თაუერი" დეველოპერულმა კომპანია "რედ კომ" შეიძინა. სამაუწყებლო კომპანია"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დახურულ აუქციონზე "ბათუმი თაუერის" ყიდვის მსურველი მხოლოდ კომპანია "რედ კო" იყო, შესაბამისად, ობიექტის მფლობელიც თავად გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან შეხვედრაზე ის მუნიციპალიტეტები დაასახელა რომლებსაც ბიუჯეტის თანხების წარმატებული და წარუმატებელი ათვისება აქვთ. მან ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომამდგენლებს, რომელთაც ჩამორჩენები აქვთ, მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მოსთხოვა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალიდან 2.1850 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 2.3098.
თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი დაკავებული თანანმდებობიდან გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის(UNEA) ბიურში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლად, ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა და აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან აპირებს, მომავალი კვირიდან დაიწყოს რეგიონში გასვლითი ღონისძიებები.
ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, - ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებთან, მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და ქალაქების მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.