გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო ვიცე-სპიკერობიდან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი. 

სრულად...

ბოლო ერთ დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 6 პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 20 თებერვლისთვის 2.1472 ლარით განისაზღვრა.

სრულად...

"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად...

ეროვნული ბანკის მიერ ლარის დოლართან მიმართებაში ხვალინდელი ოფიციალური კურსის გამოცხადებამდე კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 2,2 ნიშნულს გადასცდა. "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვა 2.12 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ყიდვა 2.22.

სრულად...

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაწვეულია. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო.

სრულად...

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სრულად...

2017 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულებული იქნება, ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ხონის ცენტრში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია და 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

სრულად...

ქუთაისში პარლამეტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

სრულად...

ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი