თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაცვის სიტემის სრული დეპოლიტიზება მოხდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისი მინისტრობის შემთხევაში, დაცული იქნება როგორც უწყების თანამშრომლების, ასევე პატიმრების უფლებები.
ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საღამოს, სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომელიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობას პარლამენტის კომიტეტებში დღეიდან დაიწყებენ. სხდომები 10:00 საათიდან გაიმართება, რომელსაც მინისტრობის მომავალი კანდიდატები და მოქმედი მინისტრებიც დაესწრებიან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან დღეს, უმაღლესი რადას საღამოს სხდომაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდის საჭიროებას ხედავს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, პარლამენტის წევრის ხელფასი ადეკვატური არ არის, ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, დეპუტატებს და საკითხი დარეგულირებას მოითხოვს.
ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომლის ბორტზეც 110 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა.
თბილისის ახლად არჩეული მერი დავით ნარმანია საკუთარ მოადგილეებს 2 აგვისტოს დაასახელებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცოტა ძნელია თქვა, ვინ მოიაზრა პრემიერმა საკუთარი განცხადების ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებას, რომ მას შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს და ამ კონტექსტში მორიგ საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.