ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. "ის არ აპირებს ბრძოლას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად".
"თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ღარიბაშვილი კოალიციის დაშლისთვის ემზადება, რადგან არჩევნების შემდეგ, კოალიციას მიზერული შანსი აქვს, რომ ერთობა შეინარჩუნოს. საბოლოოდ კოალიცია დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება,"
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად, 11-12 თებერვალს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს.
ქართველი სპორტსმენები და ქართული დეგელაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრნენ. სპორტსმენებს თან ახლავს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია და ინტერესის გაზრდა გარკვეულწილად უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზურაბ ტ. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1967 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი ანდრია შ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა დაასრულა. დეპუტატებმა მესამე მოსმენით – 77 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და, მისგან გამომდინარე, დაახლოებით 25 საკანონმდებლო ცვლილების პროექტი მიიღეს.
"მოგიწოდებთ, ტელევიზიებმა დაასრულოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოებით ნატოს გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია, – ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.