სამმა ძალიან კომპეტენტურმა და მონდომებულმა ქალმა დაიკავა თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის პოზიცია: ნინო ლაცაბიძე რუსთავში, მანანა ნარიმანიძე დუშეთში და ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი წერს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ ემზადება. საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იზიარებს ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. 

სრულად...

თუ გვინდა გავერკვეთ ნაც. მოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ:

სრულად...

მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, მე დებილმა, მე გასულ საუკუნეში ჩარჩენილმა იდიოტმა ფრენა გადავდე. ვიფიქრე, ეგებ რამე მოხდეს და ამას როგორ მოვაკლდები, ეგებ ზღვა ხალხი მოგროვდეს, ეგებ შევძლოთ, ვაიძულოთ მთავრობა მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანა-მეთქი.

სრულად...

ახლა რასაც ვიტყვი, ჯერ საქართველოში არ თქმულა, მაგრამ თუ არ ვიტყვით და არ გავიაზრებთ ყოველივეს, ყოველთვის გამარჯვებს მეხუთე კოლონა და ერთხელ სამუდამოდ დაამიწებს ქართველ ერს, რადგანაც გადაგვარებული ფსიქიკა და ნახევარი სიმართლე უნოყიერეს ნიადაგსა ქმნის მტრის მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად. მაშ მომისმინეთ, გთხოვთ, გააზრებისას საპირწონედ საქართველოსთვის შეწირული გმირები გაითავისოთ და ისე დამიწყოთ კამათი და შეიძლება კრულვაც!

სრულად...

ნიკა მელიას ტრაგიკომიკური კონგლომერატი მწარედ დამარცხდა, ხაზარაძე ვერ გახდება მერ მელიას მოადგილე. მაშინ სად მიდის, ე.წ.ალტერნატიულ მერიაში 'ვიცე-მერობანას' სათამაშოდ? დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გაურბის პარლამენტარის სტატუსით? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში განაგრძობს.

სრულად...

ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებისას.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი