ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან არის შესაძლებელი. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 სთ-ით მცირდება, ახალი გზით მგზავრობას 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი დასჭირდება.
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.
ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი სამაგალითო, თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები იყოს, რათა არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მოსახლეობას რომ ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა; მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და 1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 31 216 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 339 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.