უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

სრულად...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დასრულდა.

სრულად...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „ბასიანი 2021“ ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა. სწავლების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნო. მან მონაწილე ქვედანაყოფების მართვის პუნქტი და სხვა ლოკაციები მოინახულა და სწავლების მიზნის, ამოცანების, ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

სრულად...

ძალიან ნაწყენი ვარ, ილიაზე, ჭავჭავაძეზე... განა, ილიას ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციები არ ექნებოდა წაკითხული?.. გამორიცხულია, წაკითხული კი არა, შესწავლილი, გადაბულბულებული ექნებოდა ყოველი მათგანი... ჰოდა, დაეწერა რა იმ სულგანათლებულსა და მამაცხონებულს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია, იმ შემთხვევისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა!..

სრულად...

18 ივლისიდან, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უმასპინძლებს გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

სრულად...

ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყვლაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი