ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ლოჯისტიკის შესაძლებლობები გააცნეს.
პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. ამის შესახებ განხცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს
2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 638.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.3%-ით, ანუ 32.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში 1 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 11 გარდაცვალება. მსგავსი ტენდენცია იყო გასული კვირის განმავლობაშიც, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ შეზღუდვების ამგვარმა შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება გამოიწვია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს 1.1 მილიარდი ლარით 19.5 მილიარდ ლარამდე ზრდის. 2021 წლის ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზად ხელისუფლებაში ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 813, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 94, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.