საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გამართულ დისკუსიას დაესწრო.
72-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას არეულობები მოჰყვა. 10 ადამიანი სავაჭრო ცენტრის, „სოვეტოს“ ძარცვის დროს ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა.
24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა მას დღეს კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება, შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები სცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს.
ორჯერ ვაქცინირებულებში არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.