მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
1 ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით.
საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა.
ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.