საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მცირე ნობათი გადასცა, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს.
ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. ასევე, თქვენი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ უმასპინძლა.
ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია, უარესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
ორივე მხრიდან არის ნება იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე "USCGC HAMILTON" (WMSL 753) გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ხომალდის მეთაურმა, I რანგის კაპიტანმა ტიმ ქრონინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა და განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ორი ქვეყნის ძმობას და მეგობრობას შეეფერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.