გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.

სრულად...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან.

სრულად...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

ერეკლეს  შვიდი ვაჟი დარჩა,  რომელთა შორის უფროსი გიორგი  მიეცა პირველი ცოლისგან. საქართველოში სამეფო ტახტი მამიდან შვილზე გადადიოდა თუმცა ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ ყოფილა შედგენილი. ტახტი ზოგჯერ ძმებზეც გადასულა.

სრულად...

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერის მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ და არტავაზდ ტონოიანმა, ქ. ნინოწმინდის  პარკში და ხოჯაბეკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და ძეგლები ყვავილებით შეამკეს.

სრულად...

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

სრულად...

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი