აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმაურება.
სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები” ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. მიზანდასახულნი ვართ, რომ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.
ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 პისიარნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა ბაქომ შარშან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლოს. შესაბამის წერილში ევროდეპუტატები ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიმართავენ.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
იმერეთის დედოფალი მარიამი 1815-20 წლებში პეტერბურგში განმარტოვებით ცხოვრობდა ხის სახლში. ტანთ ქართულად ეცვა. ყოველ კვირა დღეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში დადიოდა. ჰყავდა სამშობლოდან წაყვანილი რამდენიმე მოსამსახურე, რომლებიც მოწიწებით და სათნოებით ექცეოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებსა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.