თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
ესენი [„ნაციონალები“] არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
წუხანდელი საღამო და ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი გართულება.
2021 წლის 1-ლი აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების დაარსებიდან 5 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.