უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

სრულად...

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ვიზიტებს განაგრძობენ. დეპუტატები ამჯერად წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთარეაბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად ცენტრში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი (ბუბა) ლომუაშვილმა გაუწია.

სრულად...

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სახელოვანი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სრულად...

80 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, სახელოვანი ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ადასტურებს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სრულად...

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

სრულად...

შეთანხმება ვერ შედგება ვადამდელი არჩევნების გარეშე, ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით პროტესტსა და დაველოდებით წნეხს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

სრულად...

„ქართული ოცნება“ არის შეშინებული ადამიანების ჯგუფი იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ კომპრომისისთვის მცირე ნაბიჯის გადადგმაც, შეეშინდათ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რომ ნებისმიერი კომპრომისი, მათი აზრით, შეიძლება ნიშნავდეს მათ ჩამოშლას. ეს დოკუმენტი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საგზაო რუკა უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი