მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება თანახმა იქნებოდა. მთლიანი პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე ხელისუფლებაზეა. სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებელმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება. მედიაციის მანდატის რეალიზება ამ ეტაპზე ევროკავშირის მხარემ ვერ შეძლო რომ მოეხდინა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სრულიად დესტრუქციული პოზიცია, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციასთან.
ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ.
სახელოვანი ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია და ვირუსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის.
ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა, ვართ კიდეც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - გაფართოებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა.
გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე ყოფილი პროკურორისა და გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.