ღმერთო, რამდენი სისულელე იწერება ამქვეყნად! რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს წარმოიდგინონ პროცესების დამოუკიდებლად განვითარება. რატომ ჰგონიათ, რომ პლანეტა საიდუმლოდ შეთქმული, მარად ხალხის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფების მიერ იმართება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა მაინც სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან უპრეცედენტო პასიურობა და უდიდესი სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ და ამასთან, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუშინ სენატის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემოკრატიული მომავლის ამერიკა და ტრამპის კონსერვატიული და დამარცხებული ამერიკა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოწოდებები ორივე მხარეს იყო, თუმცაღა ნიშანდობლივია ის, რომ სენატორი რიშის განცხადებებში ცალსახად, მკაფიოდ იკვეთებოდა, რომ უდიდესი წილი პასუხისმგებლობის, ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის და შეთანხმების მიღწევის, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე და ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ აშშ-ის სენატის ვროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შეფასებისას.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ.
კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები იქნებიან კორუფციასთან ბრძოლაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.