საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრება საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და ამ შეხვედრებით ჩვენს ქვეყანას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანი ვეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.
საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის - Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა.
ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.
კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.