საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 26.6 მლრდ აშშ დოლარი (-75.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -116.2 პროცენტია (30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -126.2 პროცენტი იყო). ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 მეათედი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.