საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში დღეს სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი: „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები''.
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0045 პუნქტით გაუფასურდა.
2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე, ციენ ქემინგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ ციენ ქემინგმა თბილისის აბრეშუმის გზის ფროუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონებს განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე საუბრობს. ამ თემაზე მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ცეან ქემინგმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.