საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და საპატიო პრეზიდენტს, თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული - როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? , - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი – კაცი.
2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.