ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

სრულად...

ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

რუსეთი, პირველად 1918 წლის შემდეგ, აღმოჩნდა დეფოლტის მდგომარეობაში, ანუ ვერ იხდის ვალებს. ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან ვალებს იმიტომ კი ვერ იხდის, რომ ფული არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს ამ ფულის მიტანას მევალეებამდე საერთაშორისო სანქციების გამო (ე. წ. ტექნიკური დეფოლტი), - ამის შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

სრულად...

ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს მაისის სტატისტიკა და მოგიყვანთ მაგალითის - 95 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება ტურიზმის, ესაა ბოლო მონაცემები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2019 წლის, პანდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მალე, ყველაზე პიკურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

სრულად...

ქალბატონი ეკა სეფაშვილის კითხვას მინდა ვუპასუხო - როგორია სამთავრობო გუნდის და თქვენი მოლოდინი ეკონომიკის ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამის თაობაზე მე უკვე გიპასუხეთ, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ რეგიონში ვინარჩუნებთ უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, მითუმეტეს იმ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე, რაც შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

სრულად...

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა, რომელიც დოჰაში პრემიერის ეკონომიკურ ფორუმზე ვიტის ფარგლებში გაიმართა.

სრულად...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი