ეკონომიკა

„თიბისი ბანკი“ ბანკ „რესპუბლიკას“ ყიდულობს. აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ადასტურებს. როგორც ბანკში აცხადებენ, რომ მოლაპარაკების პირობები განხილვის პროცესშია.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (8 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გაუფასურდა.     

სრულად...

600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - „ბიზნესსახლის“ პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის კომპონენტია, საფუძველი ორთაჭალაში დღეს ჩაეყარა.

სრულად...

2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სრულად...

საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (7 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ "ქართუ ჯგუფში" განაცხადეს.

სრულად...

„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი კახაბერ კიკნაველიძე უხელმძღვანელებს.  როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, კახა კიკნაველიძემ შეცვალა მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%-მდე შემცირების შესახებ. 

სრულად...

7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 3,7 ათასი ტონა რქაწითელი, 3,7 ათასი ტონა საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი