ეკონომიკა

საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co-ს დელეგაცია ეწვია, რომელმაც ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია “შტადლერის” (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

სრულად...

„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ სფეროში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სიტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია - აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაზრდილია 26.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს, რაც 25.1 პროცენტით მეტია. საქართველოს.

სრულად...

ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს ბიუჯეტში ორჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მილიარდ 226 მილიონი ლარით გაიზარდა.

სრულად...

მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი