ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 პისიარნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
საქართველოში ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შეფასებისას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.
ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი არის კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ფაქტორების გამო, ინფლაციის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
დღეიდან „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5 პროცენტით არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს, რომ თავიდან იყოს აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.