ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია.

სრულად...

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

სრულად...

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სახეზეა ინდექსის 17.5 პროცენტიანი ზრდა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა.

სრულად...

2021 წ. იანვარი-აპრილის (წინასწარი) მონაცემებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 %-ით გაიზარდა და შეადგინა 884.2 მლნ. აშშ დოლარი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი