2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.9 პროცენტიანი ზრდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის იანვარში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 197.2 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას.
„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის, განაცხადა რიონის ხეობაში ჩასულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად, – აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის დაახლოებით 4500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70% ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში - ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე, ეკონომიკის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.