საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გამყარდა.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგის და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით დაფინანსების მექანიზმი - საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.
კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, ახალი კატეგორია, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში ჩანდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
წარმოების გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.