გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გამყარდა.
დღეს საქართველოში covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის კომპენსაცია იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც დეკრეტში იყვნენ და შესაბამისად, 2020 წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეში ხელფასი საერთოდ არ დარიცხვიათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გაუფასურდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.