ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 273 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 025 PCR ტესტით.
მიხეილ სააკაშვილი კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მე ვიყავი პალატაში და ამას ვადასტურებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ექიმ-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი, პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით.
ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ სასჯელაღსრულების მე-18, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
№18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყება შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.