ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ვხედავთ ძალიან ნეგატიურ მცდელობებს, რომ მოახდინონ ექიმების პოლიტიზება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირადაპირ ეთერში განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა. მისი თქმით, ყველაზე გადამწყვეტია, რომ სამოქალაქო და სასჯელაღსრულების ექიმები ერთად დასხდნენ და პოზიციაში შეჯერდენენ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 20 166 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 569 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 597 PCR ტესტით.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.