ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძვირადღირებული, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი აღსრულების ფაზაში შევიდა - ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო. სამედიცინო ინვენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.
იმ ადამაინებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. "მეორე სერია" აქვს შემონახული.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „Moderna“, როგორც „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე კი საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გაუხსნა, რომელიც უკვე გამოყენებაშია და უკეთდება შტატების მოსახლეობას.
საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლა და ონლაინ კლინიკა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.